15:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 13:48:45, 1696 ნახვა

კომენტარი
სუბარი: ნებისმიერი დამნაშავე, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს პასუხს აგებს

"ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი - ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე ლავას ოღლი, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”,-ასე გამოეხმაურა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჰოლანდიიდან  საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს.

„წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს დღე დადგება და როდის მოხდება ეგ, არ ვიცი", - აღნიშნა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ამ დროისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება. როგორც ის აცხადებს, ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics