|
2018-02-14 15:57:56, 2390 ნახვა
ეკონომიკა
„ლოიალ კაპიტალ ჯგუფი“ და რომან ფიფია რუსულ „სისტემას“ 388 მილიონს ედავებიან
Loyal Capital Group (LCG) -ს ადვოკატები ვრცელ განცხადებას ავრცელებენ ბიზნესმენ რომან ფიფიას კუთვნილი "ლოიალ კაპიტალის" და რუსულ "სისტემას" შორის არსებული სასამართლო დავის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული: "მაშინ როდესაც კომპანიებს შორის დავა სასამარლოს განხილვის პროცესშია, და როდესაც ინფორმაცია და ფაქტები არასრულადაა ცნობილი, საქმის ირგვლივ მსჯელობა და მითუმეტეს პროცესის შესახებ რაიმე სახის დასკვნების გამოტანა, არამართებულად მიგვაჩნია. "ლოიალ კაპიტალს" გააჩნია მყარი მტკიცებულებები EAST WEST UNITED BANK-ისა (EWUB -რუსული სისტემის" შვილობილი ბანკი) და რუსულ "სისტემას" არაკანონიერი ქმედებების შესახებ და ასევე იმის თაობაზე, რომ მოხდა ერგბ (EBRD) საკრედიტო ხელშეკრულების მიზანმიმართული საბოტირება EWUB და "სისტემის" მიერ უკანასკნელის ინტერესების გათვალისწინებით. "ლოიალ კაპიტალს" სხვა მტკიცებულებათა შორის, ასევე გააჩნია დასტური იმის თაობაზე, რომ EWUB -მა დაარღვია ლუქსემბურგის საბანკო კონფიდენციალურობის კანონმდებლობა და აღნიშნულ ბანკს ასევე ჩადენილი აქვს, ლუქსემბურგის საბანკო კანონმდებლობის სხვა მრავალი დარღვევა. სწორედ ამიტომ, "ლოიალ კაპიტალი" დარწმუნებულია, რომ ლუქსემბურგის სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესი "ლოიალ კაპიტალის" სასარგებლოდ დასრულდება და კომპანია შეძლებს EWUB-ის სარჩელის გაქარწყლებას და შესაგებელი სარჩელის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესის მოგებას. ასევე, ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამოკვლევა. ჩვენი, როგორც კომპანიის იურისტების, რეკომენდაციებიდან გამომდინარე "ლოიალ კაპიტალი" თავს იკავებდა პრესასთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციაზე. ლიონელ სპეტი და ლიდი ლორანი
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)