|
2018-02-13 17:06:15, 1890 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან წყნარად ჩავფრინდები უკრაინაში და იქ ხალხი დამხვდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლონეთს უფლება აქვს, რეადმისიით ის ისევ უკრაინას გადასცეს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ის ევროპის ქვეყნებში ჩასვლას აპირებს, რის შემდეგაც უკრაინაში დაბრუნდება. "ეს სხვათაშორის არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ვარშავაში მაძევებენ. ბოლოს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე გადავედით ჩემს გვერდით პოლიტიკოსები, მხარდამჭერები და ევროპარლამენტარები იყვნენ. მაშინ მე შავ სიაში ვიყავი შეყვანილი. ეს მარშრუტი ჩემთვის უცხო არ არის. შემდეგ ჯერზე, ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩვეულებრივი რეისით მე წყნარად ჩავფრინდები ბორისპოლში და იქ მე ხალხი დამხვდება. პოროშენკო ახლა სუსტია და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ. უახლოეს დღეებში ოჯახის წევრებს შევხდები ჰოლანდიაში. ევროპის ქვეყნებში გადაადგილების პრობლემა არ მაქვს. გაჩერებას არ ვაპირებ - საქმეები მაქვს უკრაინაშიც და საქართველოშიც", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)