|
2018-02-13 16:51:01, 2361 ნახვა
სამართალი
საქართველოს მთავარი პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას პოლონეთისგანაც მოითხოვს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას პოლონეთისგანაც მოითხოვს. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებამ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის კომპეტენტურ ორგანოებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა და მოთხოვნა კვლავ ძალაშია. „ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)