|
2015-05-14 20:21:55, 815 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე: 2%-იანი ეკონომიკური ზრდა წლევანდელი წლისთვის მისაღებია
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის, განცხადებით, 2%-იანი ეკონომიკური ზრდა 2015 წლისთვის მისაღებია. ამის შესახებ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმა, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთობლივად განსაზღვრონ ინიციატივები, რომლებიც 2016 წლისთვის უნდა განხორციელდეს. "მე ვფიქრობ, ევროპის ბანკმა გაანახლა თავისი პროგნოზები, აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ იყო სიახლე, ჩვენი შიდა პროგნოზები რაც არის, დაახლოებით ემთხვევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზებს და ვფიქრობთ, რომ ზრდა ალბათ საბანკო სექტორის არ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2014 წელს, ალბათ ზრდა უფრო ნაკლები იქნება. ჩვენს რეგიონში გარშემო ქვეყნებში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარებაა.მე ვფიქრობ, 2%-ით პლიუსით ზრდა წლევანდელი წლისთვის მისაღებია. ალბათ მთავარია, ჩვენ კერძო სექტორმა ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ ერთობლივად განვსაზღვროთ ინიციატივები, რომლებიც 2016 წლისთვის უნდა განხორციელდეს",-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ცნობისთვის, EBRD –მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონული ეკონომიკურ პერსპექტივების ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს საქართელოში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2.3%–მდე შემცირდება. 2016 წელს კი, საქართველო ეკონომიკა 2.6%–ით გაიზრდება.
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)