13:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 22:50:49, 2667 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი ვარშავაშია - „პოროშენკო არაა პრეზიდენტი, ის ბარიგაა, რომელსაც უკრაინის განადგურება სურს“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე ვარშავაშია. ამის შესახებ თავად ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას Strana იუწყება. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას უხეშად ექცეოდნენ. ამასთან, ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეები სრული სიცრუეა.

„კაფეში ვიყავით, როდესაც შემოვარდნენ და ძალით ჩამსვეს მანქანაში. თვალები ამიხვიეს და გარკვეული დროის განმავლობაში კიევის ქუჩებში ვმოძრაობდით. შემდეგ ჩამომსვეს "ბორისპოლის" აეროპორტი. ძალით ჩამტენის თვითმფრინავში, საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, ახლა უკვე ვარშავაში ვარ. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი. პუტინს, პოროშენკოსა და ივანიშვილს ჩემი თავიდან მოშორება სურთ. ის პრეზიდენტი არაა, ის ადამიანიც არაა, უბრალოდ ბარიგაა, რომელსაც უკრაინის განადგურება სურს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჩვენი ეშინიათ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics