|
2018-02-12 16:15:13, 1676 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები დამნაშავედ სცნო და მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ბრალდებულები გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ.გ. და მ.კ., ამ უკანასკნელის პაპის - ჯ.კ.-ს მოკვლის მიზნით ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და დანებით ჯ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, ხოლო მას შემდგომ, რაც განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა მ.კ. 2017 წლის 11 მაისს, ხოლო გ.გ. 2017 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' და მე-3 ნაწილის ,,ბ'', და ,,გ'' ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) და დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)