22:19 - 13 Aug, 2026
|
2018-02-12 15:29:35, 752 ნახვა
რეგიონი
შუახევი-შუბნის საავტომობილო გზა გახსნილია
ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად სოფელ კობალთაში დღეს დილით მეწყერული პროცესები განვითრდა. შუახევის მერიის ინფორმაციით, სოფლის თავზე ჩამოწოლილმა წუმპოს მთამ, მიწის მასისა და ნიაღვარის ჩადინება გამოიწვია, რამაც სოფლის შიდა და შუახევი - შუბნის საავტომობილო გზის ყურთისონის მონაკვეთი ჩაკეთა. ძლიერი წვიმის შედეგად ვერ ხერხდება შიდა სასოფლო გზის გაწმენდა, თუმცა ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ გადაადგილდნენ საცალფეხო ბილიკით. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შიდა სასოფლო გზის გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. ამ დროისთვის აღდგენილია შუახევი - შუბნის საავტომობილო გზის ყურთისონის მონაკვეთის სავალი ნაწილი. გადააგილება შესაძლებელია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)