14:53 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 14:51:17, 1621 ნახვა

კომენტარი
კალაძე: არ მგონია, რომ ტაქსებზე რეგულაციების შემოღებით სამუშაო ადგილები შემცირდება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

მერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ინტენსიურ ფორმატში მიმდინარეობს.

კალაძის შეფასებით, ტაქსებით მგზავრობა უნდა იყოს კომფორტული, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება.

"ტაქსების რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ეტაპობრივი ცვლილებები. პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის რეგისტრაცია, რომ ვიცოდეთ თუ რა რაოდენობოს ტაქსია თბილისში. დღეის მდგომარეობით არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრები არ გვაქვს, თუ რა რაოდენობა ტაქსი დადის დედაქალაქში. შესაბამისად მათი რეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგი ეტაპები, მომდევნო წლების განმავლობაში შემოვა რეგულაციები. რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, მოწესრიგებული იყოს მგზავრობა, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება",-განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე - ხომ არ შეამცირებს ტაქსების რეგისტრაცია და რეგულაციები სამუშაო ადილების რაოდენობას, მერმა აღნიშნა, რომ არა.

"არ მგონია, რომ სამუშაო ადგილები შესაძლოა შემცირდეს. ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს, შესაბამისად მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა. თუმცა იქნება რეგულაციები, სხვანაირად შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წაედგენილია ცვლილებათა პაკეტი. მუშაობა დაწყებულია და პარლამენტთან უახლოეს მომავალში ყველანაირი საუშაო დასრულებული იქნება",-დასძინა კალაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics