|
2018-02-12 12:43:31, 1548 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ საბაჟო წინასწარი დეკლარირების პროგრამას ნერგავს
„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის „SECUREX“-ის ფარგლებში ჩართულია საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამაში, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარება. პროგრამის გამართულად მუშაობის მონიტორინგის მიზნით საქართველოს ფოსტას ეწვია მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი ლორან მიულერი. მან ადგილზე შეისწავლა პროგრამის მუშაობა და მაღალი შეფასება მისცა განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე დადებითად შეაფასა სატესტო რეჟიმში პარტნიორებთან მუშაობის პროცესი. ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით. სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად საქართველოს ფოსტა აღნიშნული პროექტის ამოქმედებას 2018 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა ამ ეტაპზე მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია დანერგილი. მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგულაციების შესაბამისად, 2020 წლისთვის სრულად მოხდება მისი იმპლემენტაცია მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრ ქვეყანაში. საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მოკლე დროში მიწოდებაზე, რის დასტურსაც წარმოადგენს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა. მაღალი სტანდარტის მომსახურება, თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)