|
2018-02-10 10:19:07, 2208 ნახვა
სამართალი
დოდო გუგეშაშვილს სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ
„მხედრიონის“ ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ დღეს დაკითხავენ. როგორც "ექსპრესნიუსს" მისმა ახლობელმა, სამხედრო ექიმმა დავით მუხიგულმა განუცხადა, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას პალატაში დღეს გადაიყვანენ. გუგეშაშვილმა ამ დრომდე შვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის: "ყოველთვის, როცა აზრზე მოდის, შვილის მდგომარეობას კითხულობს", - აღნიშნა დავით მუხიგულმა. ნოდარ გუგეშაშვილს დედის გამოჯანმრთელებამდე არ დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)