|
2018-02-08 13:40:03, 1747 ნახვა
სამართალი
კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
სასამართლომ კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე დანმაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქამი, ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. "თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე ნ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.მ.-მ, რომელსაც 2015 წლის 29 ოქტომბრიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, დაინტერესებულ პირს დაპირდა მისთვის ხელსაყრელი პირობებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას და შეძენის შემდგომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარებას, სანაცვლოდ კი 50 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ნ.მ. 2015 წლის 16 დეკემბერს, მოთხოვნილი 50 000 დოლარის მიღებისთანავე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) წარედგინა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)