21:24 - 18 Aug, 2026
|
2018-02-08 10:54:11, 2768 ნახვა
ეკონომიკა
ვერა მერსედეს მარტინი: საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით. ჩვენ სათაო ოფისს მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ვერა მერსედეს მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ეკონომიკის სამინისტროში ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)