21:24 - 18 Aug, 2026
|
2018-02-07 19:35:47, 2619 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის პორტში ინვესტირებით ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია დაინტერესდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „China Railway International Group"-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ჩინური მხარის წარმომადგენლებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ინვესტიციის განხორციელების დიდი ინტერესი გამოხატეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი. „China Railway International Group," რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ჩინეთსა და მსოფლიოში, ინტერესს გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში როგორც საინვესტიციო, ისე სამშენებლო მიმართულებით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)