|
2018-02-06 18:39:29, 1836 ნახვა
საზოგადოება
N40 ბაღის დირექტორმა ავარიული ბაღის აღსაზრდელებს საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაუთმო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N40 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც ავარიულობის გამო დახურული N19 ბაგა-ბაღიდან 70-მდე აღსაზრდელი გადავიდა. ბაღის ორი ჯგუფი თავდაპირველად, ღონისძიებების დარბაზში განათავსეს, თუმცა იმის გამო, რომ ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, განსხვავებულ გარემოს ვერ შეეგუა, ბაღის დირექტორმა ლამარა ჯალაღანიამ საკუთარი სამუშაო კაბინეტი გაათავისუფლა, სადაც კიდევ ერთი სააღმზრდელო ოთახი მოეწყო. განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის პრობლემების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს რამდენიმე დღის წინ, თავად აღსაზრდელის მშობელი ესაუბრა და აღნიშნული ვითარების გათვალისწინება სთხოვა, რადგან მშობლის განმარტებით, ბავშვს ბაღის სპეცპედაგოგისა და აღმზრდელის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა და ამ ვითარებაში, მისთვის გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კახაბერ გვანცელაძის გადაწყვეტილებით, N19 ბაღში სპეცპედაგოგი დაინიშნა, რომელიც სხვა ბაღებში გადანაწილებულ ბავშვებთან იმუშავებდა, N40 ბაღში მყოფ ბავშვებთან კი, სწორედ ის პედაგოგი დარჩებოდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე კონკრეტულ აღსაზრდელთან მუშაობდა. კახაბერ გვანცელაძე N19 ბაღის აღსაზრდელებს მასპინძელ ბაღში დღეს პირადად ეწვია და N40 ბაღის დირექტორს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა. (NS)
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)