13:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 16:01:56, 1677 ნახვა

საზოგადოება
ყველა სამშენებლო პროექტი გარემოსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმდება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები გააცნეს.

ორივე სამსახური დედაქალაქში მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში საწყისი ეტაპიდან ჩაერთვება. ახალი ნორმების დამკვიდრება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვით სფეროებში, გაუმართლებელ ცვლილებებს გამორიცხავს.

პროექტის თანახმად, დეველოპერები ვალდებული იქნებიან, მერიაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ქვეითთა გადაადგილების შესახებ დასაბუთება წარადგინონ. აღნიშნული კვლევები განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა ეტაპზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას, სპეციალური ზონალური შეთანხმებისას და მიწის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენისას  უნდა შემუშავდეს.

გარემოს დაცვის კუთხით, სამშენებლო კომპანიებისთვის K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება იქმნება. მათ მერიას გამწვანების პროექტები და ესკიზი უნდა წარუდგინონ, რომელიც საჯაროობის გაზრდის მიზნით, სამშენებლო დაფის გვერდით განთავსდება.

კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია პრიორიტეტს არსებული ნარგავების შენარჩუნებას, მოვლასა და შემდგომ განვითარებას ანიჭებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უპირატესობა გადარგვას მიენიჭება.

მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური 22 თებერვლიდან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics