|
2018-02-05 14:33:24, 920 ნახვა
რეგიონი
აჭარის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღის 3 საათიდან ეტაპობრივად აღუდება
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" „ქუთაისი - სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლად აშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესრულდება მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში აშენებული: 23-ე კმ-ზე და 34-ე კმ-ზე 700 მ-მდე სიგრძის D 508 მმ-იანი ახალი გაზსადენების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 6 თებერვალს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონის ნაწილს. მოსახლეობას გაზის მომარაგება აღუდგება ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. „2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სუფსა გადმოვიდა კალაპოტიდან, რამაც გამოიწვია მარჯვენა ნაპირის გარეცხვა და ზემოთ აღნიშნული გაზსადენის 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთთან 80 მ-მდე და 34-ე კმ-ზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან 100 მ-მდე სიგრძის მონაკვეთების დაზიანება. რამაც საფრთხე შეუქმნა აჭარისა და გურიის რეგიონის უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ განხორციელებული სამუშაოები კი უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას", – აცხადებენ კომპანიაში. აბონენტთა ჩართვის პროცესი ხვალ, დღის ბოლოდან დაიწყება. ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 7:30-ზ ე გაითიშება და დღის 3 საათიდან ეტაპობრივად ჩაირთვება. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება. აჭარის რეგიონული ოფისი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და ბუნებრივი აირის გათიშვის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)