11:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 19:42:40, 2193 ნახვა

სამართალი
პეკინის ქუჩაზე შიშველი სიარულის გამო მამაკაცი 200 ლარით დაჯარიმდა

მამაკაცი, რომელიც პეკინის ქუჩაზე შიშველი გადაადგილდებოდა, 200 ლარით დააჯარიმეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა. 

ცნობისთვის, აღნიშნული მუხლი საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს, რაც საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით გამოიხატება და ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას იწვევს (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება). დანაშაული ისჯება ჯარიმით 100-დან 200 ლარამდე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics