|
2018-02-02 16:33:06, 1610 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურა ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით, ერთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ბ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა ბ.ო. 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)