|
2018-02-01 19:23:05, 1884 ნახვა
რეგიონი
„მშობლიურ მიწაზე ჩამოვდიოდი და არა აფხაზეთის რესპუბლიკაში“ - ქართველმა ბარიტონმა დე-ფაქტო ხელისუფლება გააკრიტიკა
რუსეთში მოღვაწე ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი თოდუამ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მსმენელისთვის კონცერტი გამართა, - ამის შესახებ Eurasianet იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კონცერტს დიდი სკანდალი მოჰყვა, მას შემდეგ რაც მომღერალმა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ღიად გააკრიტიკა. მედიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევის გამო, 24 ინვარს დაგემიმლი კიდევ ერთი კონცერტი გაუქმდა. "იმ განცდით მოვდიოდი, რომ ჩემს მშობლირ მიწაზე უნდა ჩავსულიყავი და არა აფხაზეთის რესპუბლიკაში. არავის ვიცნობ აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში და არც მაქვს სურვილი მათ შევხდე", - განაცხადა თოდუამ. თოდუა თბილისში დაიბადა, თუმცა მთელი ბავშვობა გალში გაატარა. 1992-93 წლების ომის დროს მისი ოჯახის დიდი ნაწილი სანქტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მამამისი გალში დარჩა. ის 2010 წელს გარდაიცვალა. კონცერტი მომღერლის მამის ხსოვნას ეძღვნებოდა. "როდესაც გალში მივემგზავრებოდი, შემომთავაზეს, რომ კონცერტი სოხუმშიც ჩამეტარებინა, მაგრამ უარი ვთქვი. ზოგადად, პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე, მაგრამ სოხუმში კონცერტს მაშინ ჩავატარებ, როცა ღირსეულად შევძლებ იქ ჩასვლას. მინდა, რომ ჩემს სახლში ისე ვიარო, როგორც დანარჩენ საქართველოში", - განაცხადა ბარიტონმა Livepress-თან ინტერვიუში. მომხდარს გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბარიტონმა აფხაზეთში მიმავალი ყველა გზა თავად გადაკეტა. ამასთან, ნადარაიამ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა, მარინის თეატრში, სადაც ქართველი მომღერალი მოღვაწეობს, საპროტესტო წერილი გაგზავნოს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)