|
2015-05-14 10:40:20, 747 ნახვა
ეკონომიკა
დავით ნარმანია ესპანელ და სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანელ და სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა. ესპანური კომპანია “Imabel Iberica”-ს კომერციული დირექტორი, ხავიერ ვეგა და ფონდ „აიდეა“-ს ხელმძღვანელი რუბენ ვარდანიანი თბილისში EBRD-ის კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. დავით ნარმანიამ უცხოელ ბიზნესმენებს არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ბიზნესმენებს შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნონ ვითარებას. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზად არის, დაეხმაროს დაინტერესებულ ბიზნესმენებს და ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებაში. „EBRD-ის კონფერენციის ფარგლებში ჩამოსული ბიზნესმენები დაინტერესდნენ, რა სახის პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი თბილისში. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია უძრავ ქონებასთან და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით და გავაცანით ასევე ის ინფორმაცია, რაც ბიზნეს-იდეების განხორციელებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც ესპანური კომპანია “Imabel Iberica”-ს კომერციულმა დირექტორმა, ხავიერ ვეგამ განაცხადა, კომპანია საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით დაინტერესდა.
„კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეხვედრით. საქართველოში გვაქვს კონკრეტული ბიზნეს-გეგმები, რომელსაც განვახორციელებთ. ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების სფეროში და ვფიქრობთ, საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციას განვახორხციელებთ“, - განაცხადა ესპანური კომპანიის ხელმძღვანელმა.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)