|
2018-01-31 19:16:48, 1980 ნახვა
სამართალი
გახარია - ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს
„ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიების პროცესი სწორი გზით მიდის. „გამოძიება ელოდება გარკვეული ექსპერტიზების პროცესს. მე მესმის ადვოკატების. ადვოკატები ხშირად მსგავს განცხადებებს, მედია განცხადებებს იყენებენ თავიანთი სტრატეგიის განსახორციელებლად. ჩვენ ერთ მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ გამოძიების პროცესი მიდის სწორი გზით. თუ იქნება დამატებითი ფაქტორები გამოვლენილი, ეს იქნება გათვალისწინებული. პროცესი გადაინაცვლებს სასამართლოში და ის შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელზეც არის დაფუძნებული სასამართლო, მოიტანს ერთმნიშვნელოვნად სწორ შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობასაც ეჭვქვეშ არავინ დააყენებს“, - განაცხადა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)