11:21 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:53:58, 1672 ნახვა

კომენტარი
გიორგი ტყემალაძე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე: ეს არასდროს ყოფილა პრობლემა და არც ახლა იქნება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ეხმაურება.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, მომხდარის გამომწვევის მიზეზების დადგენა პირველ რიგში მმართველი გუნდის ინტერესში შედის.

„მას შემდეგ, რაც მოხდება მიზეზების დადგენა, თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, ის უმკაცრესად დაისჯება. რაც შეეხება საკრებულოში ამ საკითხის განხილვას, ეს არასდროს ყოფილა პრობლემა და არც ახლა იქნება. მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა საკითხის ფრაქციის ფორმატში, ხოლო მეორე ნაწილმა საკრებულოს სხდომაზე განხილვა მოითხოვა. რა ფორმატში იქნება საკითხი განხილული, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ ინციდენტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღეს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ და ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა მოითხოვეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics