20:21 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:19:49, 2068 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მერს ქალაქის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებსა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს შეხვდნენ. შეხვდერაზე ბიზნეს ასოციაციამ კვლევა სახელწოდებით - „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ წარადგინა. 

ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძეს დედაქალაქის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა და თბილისში პოზიტიური დინამიკის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„მინდა, წარმატება ვუსურვო კახა კალაძეს. ის დინამიკა, რაც მან შემოიტანა, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ თბილისი, მათ შორის ინვესტორებისთვის,  სახეა, ხშირად პირველი შეხების წერტილია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში სერიოზული, პოზიტიური  სურათი გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ კი, თბილისის მერს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრას თბილისის მერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics