17:37 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 12:19:28, 3767 ნახვა

კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით გამოფენა: მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა გაიმართება

2 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, ექსპოზიცია იტალიის საელჩოს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ორგანიზებით იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 6 გრაფიკული ნამუშევარი ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმის კოლექციიდან.

თბილისი პირველად უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის, მიქელანჯელო ბუონაროტის ნამუშევრებს.

უნიკალურ ჩანახატებთან ერთად,ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფლორენციელი გენიოსის მიერ ფანქრით შექმნილი სახეები და სხეულები (ხელის ესკიზი ფრესკისთვის "ადამის შექმნა" და ფიგურები ფრესკისთვის "სამოთხიდან განდევნა"), შესაბამისი ფრესკების ვიდეოგამოსახულებებთან ერთად. ასევე, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად".

გამოფენა დამთვალიერებლებს უმასპინძლებს 2018 წლის 2 თებერვლიდან 3 აპრილამდე.

გამოფენა რომლის ორგანიზატორები არიან იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, იტალიური მხრიდან: საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana". ქართული მხრიდან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პროექტი Check-in-Georgia და ვითიბი ბანკი. გამოფენა იმართება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი" და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან“ თანამშრომლობით.

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics