|
2018-01-31 11:36:26, 1881 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი ბიზნესმენებს მოუწოდებს, ირაკლი ლექვინაძესთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გახსნილები იყვნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გამჭვირვალე ბიუჯეტის ინდექსში ხუთეულშია შესული. როგორც კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებთან მიმდინარე შეხვედრაზე აღნიშნა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ფინანსთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს წარმატებული 2018 წელი უსურვა და აღნიშნა, რომ უფრო მოსასმენად არის მისული. „წელს პირველად ვხვდებით. მინდა გისურვოთ წარმატებული 2018 წელი. მე დღეს მოსასმენად ვარ მოსული. მზად ვარ, მოვისმინო პრეზენტაცია და შემდეგ აჯობებს მსჯელობა.მთლიანობაში საკმაოდ დაგეგმილად წარიმართა პროცესები. ექსპორტის წილი გაიზარდა, სუვერენული ბალანსი გაჯანსაღდა, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსში ხუთეულში შევედით, სწორედ ამიტომ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მანვე ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წარუდგინა. კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს მოუწოდა, მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გულწრფელები და გახსნილები იყვნენ. „ირალი ლექვინაძეს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში“, - დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)