|
2018-01-30 18:18:06, 3237 ნახვა
სამართალი
შსს ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვას თბილისის მასშტაბით გაზაფხულიდან გეგმავს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ე.წ. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტია, რომლის მუშაობის საბოლოო შედეგი დანაშაულის პრევენცია უნდა იყოს. მინისტრის განცხადებით, მართლწესრიგის ოფიცერი უშუალო კონტაქტში შედის თავისი უბნის მოსახლეობასთან, აგროვებს ინფორმაციას, განსაკუთრებით ოჯახური კონფლიქტის ნაწილში, ასევე სხვა ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის: „ეს არის მთელ მსოფლიოში, მართლწესრიგის ოფიცერი არის დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი. ეს არის პირი, რომელიც უშუალო კონტაქტში შედის თავისი უბნის მოსახლეობასთან, აგროვებს ინფორმაციას განსაკუთრებით ოჯახური კონფლიქტის ნაწილში, მართლწესრიგის ოფიცერი არის ეფექტიანი ინსტრუმენტი ოჯახური კონფლიქტის პრევენციისთვის, ასევე სხვა ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის“,-განაცხადა ჯავახაძემ „იმედის“ ეთერში და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში წარადგენს დეტალურ კონცეფციას, ხოლო გაზაფხულიდან თბილისის მასშტაბით იგეგმება ამ ინსტიტუტის დანერგვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)