08:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 14:58:42, 1923 ნახვა

სამართალი
შსს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომასალაში მხოლოდ  საპატრულო პოლიციის მიერ ორი მოქალაქის  დაკავებაა ასახული. მისივე თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა  პოლიციის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და მათი შეურაცხყოფა:

„2018 წლის 28 იანვარს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით. პატრუ-ინსპექტორის თანამშრომლებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროს, როცა პოლიცია ასრულებდა კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, ხაზგასმით აღვნიშნავ,  ასრულებდა პოლიცია მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი-1992 და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს   პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ  გამოიჩინეს აგრესია, გადაიფურთხეს და მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოესარჩლენ ახალგაზრდებს, რომლების შეჩერების პროცესთანაც არანაირი შეხება არ  ჰქონიათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics