|
2018-01-29 14:35:50, 2353 ნახვა
ეკონომიკა
„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს
“სილქნეტსა” და “ჯეოსელს” შორის გარიგების ღირებულებამ 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პრესკონფერენცია "სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლექსო თოფურიამ, ასევე “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ და “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჩაატარეს. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, გარიგება სარგებლიანი იქნება არა მხოლოდ "ჯეოსელის" აბონეტებისთვის, არამედ მთლაიანად ქვეყნის ბიუჯეტისთის. გიორგი რამიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ასეთი ტიპის გარიგების შემდეგ მონოპოლიური ბაზარი შექმნება. "ეს იქნება გამსხვილება. ამით სახელმწიფოც მოიგებს და "სილკნეტის", ასევე "ჯეოსელის" აბონენტებიც. ბიუჯეტში უფრო მეტი ფული შევა. კომპანია გადავა ახალ საფეხურზე. არც ფიქსირებული და არც მობილური კომპანიების რიცხვი არ შეცვლილა ამ ტრანსაქციის შედეგად. რადგან მოხდა პრეცენდენტი და "მაგთიმ" შეიძინა "კავკაზუსი" - ამის საპირწონედ მოხდა ჩვენი შერწყვმაც", - განმარტა "სილქნეტის" დამფუძნებელმა. ცნობისთვის, დაფინანსება მოხდება “თიბისი ბანკის” მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონული ბანკების სესხითა და „სილქნეტის“ საკუთარი კაპიტალით.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)