|
2018-01-29 12:43:07, 1648 ნახვა
კომენტარი
ლიტვის პრემიერი: საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერს
ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და მოწონება გაგვაჩნდა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა განაცხადა. როგორც სკვერნელისმა აღნიშნა, საქართველო ლიტვისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. "ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისათვის და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა ჩვენი რეგიონებისთვის, გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გახლავთ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო გაგვაჩნდა თქვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენი საერთო მიდგომები უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახლავთ ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც მყარად გვაკავშირებს. ბოლო პერიოდში, საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ვულოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე, მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას", - განაცხადა ლიტვის პრემიერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)