13:19 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 15:48:41, 2490 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის პარტია პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს 4 თებერვალს გამართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფართო მასშტაბიანი მარში დააანონსა.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა, მარში 4 თებერვალს ჩატარდება.

მისივე შეფასებით, ნაწილობრივი შინაპატიმრობა მას პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით მიუსაჯეს.

"ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ უკრაინას ოლიგარქები მართავენ. მესმის, რომ მთელ სისტემას ჩემი ეშინია. 12:00 საათზე დავიწყებთ შეკრებვას, სავარაუდოდ ტრადიციულად მსვლელობა შევჩენკოს პარკიდან დაიწყება და მაიდნამდე მივალთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მანს ასევე აღნიშნა, რომ 4 თებერვალს დაგეგმილი მარშის მთავარი მოთხოვა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics