|
2018-01-26 16:09:11, 1867 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უარგუმენტოა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უარგუმენტოა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის თვითმოზანი ვეტოს დაძლევა არ არის. "კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ რა პლუსებს და მინუსებს ვხედავთ ამ კანონპროექტში, რომ შევძლოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ვეტოსთან დაკავშირებით არგუმენტებს ველოდით, რომელიც კანონპროექტის მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა. ვეტოს ტექსტში სამწუხაროდ არგუმენტები არ არის წარმოდგენილი. ჩვენ იგივე მდგომარეობა გვქონდა წინა 2 ვეტოს შემთხვევაში. მოტივირებული შენიშვნები ფორმალური და მშრალი სახით არის წარმოდგენილი. საუბარია იმაზე თუ რა არ მოწონთ, თუ რატომ არ მოწონთ ეს საერთოდ არ არის დასაბუთებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ფაქტობრივი უზუსტობებია. კერძოდ, მისი განმარტებით, შენიშვნებში წერია, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდული და კლებადია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი კლებადი არ არის. „მაგალითად ნათქვამია, საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდულია და ამავე დროს კლებადი. შეზღუდული რას ნიშნავს ეს ცალკე თემაა, მაგრამ კლებას რაც შეეხება, ჩვენ მოვიძიეთ დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა კლებადი საქართველოს სარეკლამო ბაზარი, აღმოჩნდა რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში კლებადი არ არის. ვეტოს ვკითხულობთ, 0 არგუმენტია წარმოდგენილი, რაღაც ცუდია, მაგრამ რატომ არის ცუდი ეს დასაბუთებული არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტს პრეზიდენტს ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)