19:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 11:46:40, 2175 ნახვა

სამართალი
„ბახალას“ ადვოკატი: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

მსახობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

როგორც მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამოქმედო გეგმაზე თავის დაცვის ქვეშ მყოფთან იმსჯელებს.

"დაკავების შემდეგ დღეს გიორგის პირველად მოვინახულებ. ვისაუბრებთ განაჩენზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ანუ რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ. თუმცა უფრო დეტალურად სტრატეგიაზე მას შემდეგ ჩამოვყალიბდებით რაც განაჩენს სრულად მივიღებთ. რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ადვოკატი გიორგი გიორგანაშვილს გლდანის #8-ე ციხეში ხვდება.

შეგახსენებთ, რომ "ბახალას" გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს,  რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics