|
2018-01-23 14:31:43, 1968 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ანატოლი ბერძენიშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატის ინგა ბოლოთაურის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორც ბოლოთაურმა აღნიშნა, ანატოლი ბერძენიშვილი და რამაზ (ხიზირ) მარგოშვილი მეგობრები არიან. "პანკისთან კავშირები ჰქონდა. ანატოლი ბერძენიშვილი და ხიზირ იგივე რამაზ მარგოშვილი არიან მეგობრები. მათ შორის ორივე არის ჩემი მეგობარიც. მტკიცებულებები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ ჩადენილია დანაშაული, ასეთი არაფერი გამიგია", - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ მეგობრობა დასჯადი არ უნდა იყოს. ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის მაია სირაძის თქმით, ანატოლი ბერძენიშვილი თურქეთში თავის საქმიანობიდან გამომდინარე დადიოდა. "აშენებდა ეკლესიებს და ხშირი შეხება ჰქონდა თურქეთთან. ხიზირ მარგოშვილთან კავშირს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს. მეგობარი იყო და ბიზნესთან დაკავშირებით ჰქონდათ ურთიერთობა", - აღნიშნა მაია სირაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 22 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)