|
2015-05-13 13:22:42, 838 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია გაიმართება
საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2015 წლის შეხვედრებსა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, 14 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია გაიმართება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საინვესტიციო სესია 2015 წლის EBRD-ის ღონისძიების განრიგის განუყოფელი, ინსტიტუციური ნაწილია, სადაც მიიღება საკვანძო გადაწყვეტილებები ბანკის სამომავლო საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით. უწყების ცნობით, სესიის ფორმატი ითვალისწინებს არაფორმალურ დისკუსიას გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინვესტორებს შორის. „ამ დისკუსიის მთავარი მიზანია საინვესტიციო პერსპექტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვის პროცესში აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობის წახალისება, მონაწილეებისთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის სიღრმისეულად გაცნობა და რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სესია მოიცავს საქართველოს ეკონომიკის ხედვის პანელსა და საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმატებული ისტორიების განყოფილებასაც, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საშუალება მიეცემათ გაუზიარონ საკუთარი წარმატებები დამსწრე საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვევა ტელეკომპანია CNN-ის განვითარებადი ბაზრების განყოფილების რედაქტორი ჯონ დეფტერიოსი, რომელიც საინვესტიციო სესიაზე მოდერატორის რანგში იქნება წარმოდგენილი. იგი სპეციალიზებულია განვითარებადი და BRIC-ის სახელმწიფოთა ჯგუფის მზარდ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ბიზნეს ინფორმაციის გაშუქებაზე და CNN-ის ახლო აღმოსავლეთის საბაზრო პროგრამის წამყვანი ფიგურაა. მას აქვს ახალ ამბებზე მუშაობის 20-ზე მეტი წლის გამოცდილება საფინანსო განხრით. მუშაობდა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში. ჯონ დეფტერიოსი არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მედია წამყვანი, არაბული სამყაროს თემებზე გლობალური დღის წესრიგის საბჭოს წევრი და ამავდროულად, მსოფლიო ლიდერებისა და უმაღლესი ოფიციალური პირების ექსკლუზიური ინტერვიუების ავტორი. მისი სტუმრობა და მონაწილეობა საინვესტიციო სესიაში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით პოზიტიური მოვლენაა. EBRD-ის საინვესტიციო სესიის მასპინძლობა საქართველოსთვის საუკეთესო საშუალებაა საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის შესახებ მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, უცხოელი ინვესტორების დასაინტერესებლად და მათთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)