|
2018-01-22 21:05:06, 2090 ნახვა
სამართალი
გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახალხო დამცველს მიმართავს
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახალხო დამცველს მიმართავს. ჭანტურიას დის განცხადებით, შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ქუთათელაძე ჭანტურიამ მოკლა. ოჯახი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს: „სამხარეო პოლიცია ცდილობს, დათესოს ეს ჭორები, ეს დეზინფორმაციები გაავრცელოს, თითოქოს გიორგი ჭანტურიას მიერ ჩადენილოია მკვლელობა, რის გამოც ჩვენი ოჯახი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს,რადგან ეს არის ღირსების შემლახველი ინფორმაცია, ამიტომ მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოს და კერძოდ პოლიციას, შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება“,-ამბობს ჭანტურიას და. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მოგვიანებით კი გათავისუფლდა. მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)