|
2018-01-20 12:02:25, 4160 ნახვა
სამართალი
გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, რესტორან "აღაში" 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. ესენია: 117 მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), 118 მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც 3დან 5-წლამდე პატიმრობით ისჯება) და 239 მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება). შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. მანამდე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)