11:39 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 14:18:36, 2360 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანელ დეპუტატს Brexit-ის საკითხზე დებატების დროს ჩაეძინა (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატს დესმონდ სვეინს, დებატების დროს, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ჩაეძინა, - ამის შესახებ Sky News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დეპუტატს მაშინ ჩაეძინა, როდესაც პარლამენტის წევრი კენა კლარკი Brexit-ის შესახებ ბოლო ცვლილებებზე საუბრობდა და საკითხის განხილვა მიმდინაროებდა.

მაშინ როდესაც დეპუტატის კოლეგამ ხმას აუწია, სვეინს გამოეღვიძა.

სოციალურ ქსელებში მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მომხმარებლების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან დებატები პარლამენტში ხშირ შემთხვევაში მრავალსაათიანი და დამღლელია. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დეპუტატი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის ზედმეტად ბევრ ფულს იღებს და სამსახურში ძილის უფლება არ აქვს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics