|
2018-01-17 20:53:10, 2402 ნახვა
სამართალი
პროკურატურა პრეზიდენტს მოუწოდებს პროკურორების მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოწოდებებისგან თავი შეიკავოს
საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. „ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რაც პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოს პროკურატურა და პროკურორები თავის საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხოლო პროკურორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით. გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზეც ჩატარებულია მრავალმხრივი და სრულფასოვანი გამოძიება, ასევე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები და არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, არის არაკომპეტენტური, სუბიექტური და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ერთადერთი ორგანო, რომელსაც პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზია შეუძლია არის სასამართლო, რაც ასევე გარანტირებულია კონსტიტუციით. პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან. პროკურატურა მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდენს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე“,-ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)