|
2018-01-17 13:34:43, 1947 ნახვა
სამართალი
თამაზ ქვლივიძის ადვოკატი: სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო
კლუბს „ბასიანთან“ პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატის, ზაზა მესხის განცხადებით, სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ზაზა მესხი ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია არავითარი ახალი გარემოება, რის გამოც საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, შეიძლება პატიმრობით შეცვლილიყო. ადვოკატის განმარტებით, ქვლივიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, იმ ნაწილში, რომ მას ცივი იარაღი ჰქონდა: „უბრალოდ იქნევდა თავდაცვის მიზნით“, - აღნიშნა ზაზა მესხმა. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელისა და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)