16:52 - 18 Aug, 2026
|
2018-01-17 13:17:25, 4383 ნახვა
სამართალი
„ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელისა და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. გამოძიების ინფორმაციით, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)