|
2018-01-17 13:00:03, 1988 ნახვა
სამართალი
სტამბოლში მაღაზიის დაყაჩაღების დროს საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 1 დაიჭრა, 2-ს კი, ამ დრომდე ეძებენ
სტამბოლში, ესენლარის რაიონში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ Milliyet იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის დროს, კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა, ხოლო ორი ამ დრომდე ძებნაშია გამოცხადებული. მედიის ცნობით, თავდამსხმელები მაღაზიაში შეიარაღებულები შეიჭრნენ, თუმცა იუველირმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა. სააგენტო წერს, რომ ცეცხლის გახსნის შემდეგ 40 წლის იუველირი ეიუფ სედათ კოჩერი ადგილზე გარდაიცვალა, ასევე დაიღუპა საქართველოს მოქალაქე რაიბული აბრალავა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან ბელთახოძე დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდეგ ბელთახოძეს პატიმრობა მიესაჯა და ის დააპატიმრეს. გამოძიების ინფორმაციით, საიუველირო მაღაზიაში თავდამსხმელების თანამზრახველებიც იმყოფებოდნენ. სწორედ მათ მოახერხეს გაქცევა. ამასთან, პოლიციის დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)