|
2018-01-16 21:59:11, 2784 ნახვა
სამართალი
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩაერთო
შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ნარსია ხელმძღვანელობს. „ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე, ყოფილი პარლამენტარი და სამხედრო პირი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)