|
2018-01-16 15:50:57, 1715 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველი: გამოძიებამ მაჩალიკაშვილის ოჯახთან უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს. როგორც ლომჯარიამ მაჩალიკაშვილებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახს არ სჯერა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორიზმს ხელს უწყობდა. "ისინი აღიარებენ, რომ მათი შვილი იცნობდა აღნიშნულ პირებს. თუმცა, მათ არ სჯერათ, რომ ის იყო ჩართული ან ხელს უწყობდა ტერორისტების საქმიანობას საქართველოში. ამიტომ, მათი მოთხოვნა არის, რომ გამოძიებამ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი მასალა, რაც დაამტკიცებს მათი შვილის დანაშაულებრივ ქმედებას. გარდა ამისა, მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს შვილს არ ჰქონია ხელყუმბარა ხელში. ბუნებრივია, რომ საქმის ყველა დეტალი და გარემოება არ გახდება საჯაროდ ცნობილი, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)