|
2018-01-15 15:53:02, 2002 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, ისაუბრეს თუ არა ლუცენკომ და გოგაძემ სააკაშვილის ექსტრადირებაზე
საქართველოს მთავარი პროკურუტურა პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძისა და უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შეხვედრას ადასტურებს. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს. "საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში ის უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება”, - აცხადებენ პროკურატურაში. ამასთან, არც ერთი ქვეყნის უწყება არ აკონკრეტებს იყო თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე საუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)