|
2018-01-15 15:25:53, 1947 ნახვა
სამართალი
ირმა ჭკადუა: სასამართლომ ოთარ აბესაძის მიმართ, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას შეფასებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ოთარ აბესაძეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება. "ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მას სჭირდება სხვადასხვა სპეციალიზებულ კლინიკაში გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარება და ამავდროულად მას სჭირდება ოპერაციის ჩატარებაც კი. აღნიშნული მდგომარეობა გახდა საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება. მას მიეცა შესაძლებლობა სახლიდან იაროს პროცეცებზე და გარდა ამისა, ჩაიტაროს კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესები წარიმართება იმ რეჟიმში, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეუშლის ხელს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ. ცნობისთვის, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღვკეთის ღონისძიება - პატიმრობა, მას 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ოთარ აბესაძემ საქალაქო სასამართლო ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)