|
2018-01-11 14:41:27, 1800 ნახვა
სამართალი
სასამართლო ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა სპეცოპერაციებისას სხვა დაკავებულების მსგავსად, მისთვისაც პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარე კი იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. იდოიძეს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს. თავად იდოიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს./p> გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.მანვე, ასევე გამოძიების ცნობით, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)