|
2018-01-11 13:56:34, 1777 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: შეფარვით ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მაშინ როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება
„შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას“,-ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას „ეს პოლიტიკური სპეკულაციაა წმინდა წყლის და სხვა მეტი არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ. შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და სპეკულაციაა მაშინ როდესაც გამოძიება ასე ვთქვათ, აქტიურ პროცესშია. ნდობის ჯგუფი ჩატარდა. ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ეს არის შეფარვით იმის ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)