10:49 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 11:38:06, 2078 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის მმართველმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა

პოლონეთის მმართველმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა და სანაცვლოდ მისი გამკაცრებული ვერსია წარადგინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილველად ქალთა უფლებადამცველმა კომისიამ წარადგინა, ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტის ჩატარების ყველა აკრძალვას აუქმებდა. ის ასევე ემსახურებოდა სექსუალური განათლების ამაღლებასა და კონტრაცეპტივებთან წვდომის გამარტივებას.

მმართველმა, კონსერვატიულმა პარტიამ, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, პარლამენტს სანაცვლოდ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც აბორტის ამკრძალავი კომისიის მიერ იყო ინიცირებული და რომლის მიხედვითაც, აბორტის გაკეთება მაშინაც კი დაუშვებელია, როცა ნაყოფი დაზიანებულია.

პოლონეთში 1993 წელს მიღებული კანონით, აბორტი  დასაშვებია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics