|
2018-01-10 15:55:52, 1653 ნახვა
სამართალი
ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გრძელდება. დღეს სასამართლომ იმ შუამდგომლობებს უნდა უპასუხოს, რომელიც გუშინდელ პროცესზე დააყენეს. დღევანდელ პროცესზე რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ადვოკატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას ბრალდების მხარეც დააფიქსირებს. ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე გასაიდუმლოებულია. მკვლელობაში ბრალდებულის, არასრულწლოვან გ.ჯ-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს. „ჩვენ არა მარტო იმ მტკიცებულებაზე, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ სხდომაზე, არამედ გარკვეულ სხვა მტკიცებულებაზეც გვაქვს პრეტენზია, რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვების დროს არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, თუმცა ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე ამაზე ჩვენ ვაპირებთ, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გავამახვილოთ ყურადღება. მიგვაჩნია, რომ ის მოთხოვნები, რაც გაწერილია საპროცესო კოდექსში და ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა რასაც მოითხოვს, გარკვეულწილად არის დარღვეული. ამაზე უფრო დეტალურად, არსებითი განხილვის სხდომაზე ვისაუბრეთ. მართალია პატივცემული პროკურორი ამბობს, რომ აქ მხოლოდ ორი დანა არის გამოყენებული და მეტი დანა არ ფიგურირებს, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის მას შემდეგ, რაც მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნებს აშკარად დადასტურდება, რომ არის ორზე მეტი დანა გამოყენებული“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. აღნიშნულს არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მატერიალური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩხუბის დროს ორი დანაა გამოყენებული. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)